პროდუქციის აღწერა და ხარისხი
კომპანია უზრუნველყოფს 100%-ით ნატურალური, ყოველგვარი დანამატებისა და ქიმიური დამუშავების გარეშე დამზადებული ჩირეულის წარმოებას.
პროდუქციის ფოტომასალა საიტზე მოცემულია საილუსტრაციოდ და შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს რეალური ვიზუალისგან ბუნებრივი შრობის პროცესის თავისებურებებიდან გამომდინარე.
დაბრუნების პოლიტიკა
ვინაიდან ჩირეული წარმოადგენს მალფუჭებად კვების პროდუქტს, მისი დაბრუნება ან გადაცვლა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა ქარხნული წუნი ან შეუსაბამობა შეკვეთილ პროდუქციასთან.
პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მოგვმართოს შეკვეთის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.
კონფიდენციალურობა
მომხმარებლის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) გამოიყენება მხოლოდ შეკვეთის დამუშავებისა და მიწოდების მიზნით.