დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

divider

პომონა — ბუნების გემო ყოველ ნაჭერში

ჩვენი დასაწყისი და განვითარება

„პომონა“ ქართული, ნატურალური ჩირეულის მწარმოებელი ბრენდია, რომლის ისტორიაც 2022 წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ მუხრანში დაიწყო. კომპანიის დაფუძნების იდეა პროფესიულმა გამოცდილებამ და საკუთარი ხეხილის ბაღების გაშენებამ შთააგონა.

ჩვენი განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისო და ადგილობრივმა მხარდაჭერამ:

  • 2022 წელს, „ბრითიშ პეტროლეუმის“ (BP) გრანტით, შევიძინეთ პირველი საშრობი დანადგარი, რამაც წარმოების დაწყების შესაძლებლობა მოგვცა.

  • 2023 წელს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში, მოვიპოვეთ დაფინანსება, რომლითაც გავაფართოვეთ ტექნიკური აღჭურვილობა და გავზარდეთ პროდუქციის ასორტიმენტი.

მუხრანის ბაღები და ადგილობრივი ნედლეული

ჩვენი სიამაყე მუხრანში მდებარე შავი ქლიავის ბაღებია, საიდანაც უმაღლესი ხარისხის ნედლეულს ვიღებთ შავი ქლიავის ჩირისა და ტყლაპის დასამზადებლად. სხვა სახის ხილისა და ბოსტნეულის მიწოდება მთლიანად ადგილობრივი ქართველი ფერმერებისგან ხდება. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ ქართული ხეხილის რეალიზაციას და ადგილობრივი აგრო-ეკონომიკის განვითარებას.

ხარისხი და უსაფრთხოება

ჩვენთვის პრიორიტეტი მომხმარებლის ჯანმრთელობაა. სწორედ ამიტომ, 2023 წელს დავნერგეთ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა HACCP (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა). ეს გარანტიას იძლევა, რომ „პომონას“ თითოეული პროდუქტი უსაფრთხო და უვნებელია.

ჩვენი ფილოსოფია: 0% ქიმია, 100% ბუნებრიობა

„პომონას“ მთავარი იდეა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ჩვენ გთავაზობთ ხემსს, რომელიც არის:

  • ნულოვანი შაქარი: არანაირი სიროფი და დამატკბობელი.

  • სუფთა შემადგენლობა: თავისუფალი კონსერვანტებისა და საღებავებისგან.

  • ნელი შრობის ტექნოლოგია: ხილის სტრუქტურისა და ვიტამინების მაქსიმალური შენარჩუნება.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც შეინარჩუნებს ხილის ყველა სასარგებლო თვისებას და იქნება საუკეთესო ალტერნატივა მათთვის, ვინც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე.

სიყვარულით მუხრანიდან,

პომონა 💚

კონტაქტი ჩვენ შესახებ
arrow