Added to cart There are not enough items in stock Added to wishlist Already added to wishlist
cover

News

პომონა გერმანიაში - ახალი გამოცდილება და მიზნები

პომონა გერმანიაში - ახალი გამოცდილება და მიზნები

პომონა გერმანიაში - ახალი გამოცდილება და ახალი მიზნები 🇩🇪✨

პომონამ წარმატებით დაასრულა მონაწილეობა GIZ-ის მენეჯერთა გადამზადების პროგრამაში – Partnering in Business with Germany!

ამ საინტერესო მოგზაურობის ფარგლებში გავიარეთ ინტენსიური ტრენინგები, ვეწვიეთ სხვადასხვა გერმანულ კომპანიებს, შევხვდით საერთაშორისო პარტნიორებს და მივიღეთ ცოდნა, რომელიც პომონას გავითარებაში მნიშვნელოვაბი ბიძგი იქნება.⚡️

გამორჩეული გამოცდილება იყო ვიზიტი ANUGA 2025 გამოფენაზე კიოლნიში - მსოფლიოს უდიდეს საკვები პროდუქტების და სასმელების ღონისძიებაზე, სადაც 100 ქვეყნის 8 ათასი კომპანია მონაწილეობდა, ასეთი მასშტაბური გამოფენის ხილვა მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რომელმაც პომონას განვითარების საერთაშორისო ხედვა კიდევ უფრო გააძლიერა.✨🌍

გარდა ამისა, გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით IFS ( International Featured Standards) კომპანიას და გავცნობოდით საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობას, რომელმაც მოგვცა პრაქტიკული ცოდნა ჩვენი შემდეგი მიზნისთვის - IFS სერტიფიკატის მიღებისთვის.✅

ეს გამოცდილება კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს მისწრაფებას - შევქმნათ მდგრადი, მაღალი ხარისხის ქართული ჯანსაღი ხემსი და გავხსნათ ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. 🇬🇪 🇩🇪 🌍

განსაკუთრებული მადლობა - სააგენტო "აწარმოე საქართველოში" და გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს ამ შესაძლებლობისთვის და მხარდაჭერისთვის!🙏🙌

arrow