17 დეკემბერს „ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2025-ის“ გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც პომონა წარმოდგენილი იყო პარტნიორისა და მხარდამჭერის ამპლუაში.
ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ ისეთი მასშტაბური პროექტის ნაწილი, რომელიც აგროსექტორში ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიონალთა დაფასებას ემსახურება.
განსაკუთრებით გვიხარია, რომ საშუალება გვქონდა დაგვეჯილდოებინა სასურსათო ტექნოლოგიის დარგის 6 გამორჩეული სპეციალისტი და სტუდენტი. მათ ჩვენი გემრიელი და ჯანსაღი ხემსების სასაჩუქრე ნაკრებები გადავეცით.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებულებს ამ დიდ აღიარებას! გახსოვდეთ, პომონა მუდამ თქვენს გვერდითაა წარმატების გზაზე.