Added to cart There are not enough items in stock Added to wishlist Already added to wishlist
cover

News

როგორ შევინახოთ ჩირი და ტყლაპი სწორად?

როგორ შევინახოთ ჩირი და ტყლაპი სწორად?

ხშირად გვეკითხებიან, როგორ შევინარჩუნოთ ტკბილეულის სირბილე და არომატი თვეების განმავლობაში. „პომონა“ გიზიარებთ შენახვის 5 მთავარ წესს:

📦შეარჩიეთ სწორი კონტეინერი!
პომონას ბოქსები პროდუქტს 1-2 თვე იდეალურად ინახავს. ხოლო 3-6 თვიანი მარაგის გასაკეთებლად, საუკეთესო ალტერნატივა მჭიდროდ თავდახურული შუშის ქილაა.

🌑 შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას!
მზის პირდაპირი სხივები და სითბო ხილს ფერს უცვლის და აშრობს. დახურული კარადა საუკეთესო ადგილია.

💧დაიცავით ტენიანობისგან
ზედმეტი ნესტი ჩირის მთავარი მტერია. ყოველთვის დარწმუნდით, რომ ჭურჭელი, რომელშიც ტკბილეულს ინახავთ, იდეალურად მშრალია.

🚫მოარიდეთ მძაფრ არომატიან პროდუქტებს!
ჩირი და ტყლაპი გარემოდან სუნს ადვილად იღებს. არ შეინახოთ ისინი სუნელების ან ყავის გვერდით, რათა ხილის 100%-ით ბუნებრივი არომატი შეინარჩუნოთ.

🍎 შეინახეთ სხვადასხვა სახეობა ცალ-ცალკე!
სხვადასხვა ხილს განსხვავებული ტენიანობა და არომატი აქვს ამიტომ უმჯობესია მათი განცალკევება.
 

arrow